სტამბოლში ავტობუსის მძღოლი გაჩერებას დაეჯახა, შემდეგ კი მოქალაქეებს დანით დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. მედიის ცნობით, 33 წლის მძღოლი პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც ის შემთხვევის ადგილიდან მიმალვას და ზღვაში გადახტომას აპირებდა.
დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ შორის სამი ირანის მოქალაქეა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ გაჩერებაზე მდგარი მოქალაქეები ავტობუსის მძღოლის დაკავებას თავად ცდილობდა, რა დროსაც მძღოლმა მათ წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენა.
დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები