ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა პირობას დებს, რომ ბრაზილიის მთავრობის ცხოვრებას „ჯოჯოხეთად აქცევს“. სან პაულოში მიმდინარე კონფერენციაზე ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ახლა უფრო მეტად სურს ქვეყნისთვის ბრძოლა, ვიდრე ოდესმე. „დღეს ბევრად უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე მაშინ, როდესაც ფედერალურ პოლიციას ჩავბარდი. „არა მარტო ჯოჯოხეთად ვაქცევ მათ ცხოვრებას, არამედ დავიცავ ბრაზილიელ ხალხს, რომელთაც მსგავსი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ“,-განაცხადა 74 წლის პოლიტიკოსმა.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტს, კორუფციის ბრალდებით, ბრაზილიის უმაღლესმა სასამართლომ 19 თვე პატიმრობა შეუფარდა. ლუის ინასიო ლულა და სილვა პატიმრობიდან ორო კვირის წინ გათავისუფლდა.
კომენტარები