”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სტუმრებთან ერთად ტურისტულ მარშრუტს – “გურული დღიურების გზას” შეუერთდა.
გურიის ტურისტული და საკურორტო პოტენციალის რეალიზება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარების ხელშეწყობა არჩილ თალაკვაძემ ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.
ტურისტული მარშრუტის – ”გურული დღიურების გზა” ფარგლებში გურიაში ჩასულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს ნახოს გომისმთა, შემოქმედი, აჭის და ლიხაურის მონასტრები, ჯუმათის ეკლესია, ანასეული, მენაბდის მარანი, გურიელის მწვანე ოქრო – ჩაის პლანტაციები, ჯიხეთი, ასკანის ციხე, ჩხავერის ვენახები ბახვში და ულამაზესი ვაკიჯვარი და სხვ.
კომენტარები