რომის პაპმა ფრანცისკემ იაპონიის ქალაქებში, ჰიროსიმასა და ნაგასაკში, ვიზიტის დროს მსოფლიოს ატომური იარაღის გაუქმებისკენ მოუწოდა, ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
როგორც პაპმა ნაგასაკის პარკში შეკრებილ ადამიანებს განუცხადა, ბირთვული იარაღის არსებობა გაუმართლებელია.
„ეს ქალაქი სიღრმისეულად გვაცნობს იმ ტკივილსა და საშინელებას, რისი მიყენებაც ადამიანებს ერთმანეთისთვის შეგვიძლია,“– განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-მ ჰიროსიმასა და ნაგასაკზე ბირთვული შეტევა განახორციელა. 2019 წლის აგვისტოში იაპონიამ განაცხადა, რომ რადიაციული დასხივებისა და ჭრილობებისაგან ჰიროსიმაში 319,186, ნაგასაკში კი – 182,601 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები