კოლუმბიაში პოლიციის განყოფილებაში აფეთქების შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა, 10 სამართალდამცავი დაშავდა.
ქვეყნის პრეზიდენტი ივან დუკე მომხდარში კრიმინალურ დაჯგუფებას ადანაშაულებს.
კოლუმბიაში რამდენიმე დღეა ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. არეულობისას გახშირდა მაღაზიების ძარცვის შემთხვევები. პოლიციამ ათასობით დემონსტრანტი და მძარცველი დააკავა.
დემონსტრანტები მთავრობისგან ეკონომიკურ რეფორმებს ითხოვენ.
კომენტარები