რომის პაპი სახელმწიფოებს ბირთვული იარაღის გაუქმებისკენ მოუწოდებს. პაპმა ფრანცისკემ იაპონიაში ვიზიტის დროს ქალაქები ჰიროსიმა და ნაგასაკი მოინახულა.
ამ ქალაქებში მეორე მსოფლიო ომის დროს ატომური ბომბების ჩამოგდებისას ასობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა. პაპმა ნაგასაკის პარკში განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის არსებობა გაუმართლებელია.
კომენტარები