”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ხობის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ბერაია წარადგინა.
”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია აქამდე ბანკ ”ქართუში” მუშაობდა.
„ირაკლი ბერაია გახლავთ ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცი, გახლავთ ეკონონისტი, ფინანსისტი, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კომერციულ საბანკო სექტორში. დაიწყო რიგითი თანამშრომლიდან ბანკ “ქართუში” და დღეს გახლავთ ცენტრალური ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვისებები გამოსადეგი იქნება ხობის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის პოზიციიდან. მინდა, წარმატება ვუსურვო მას და ხუმრობით აღვნიშნო, რომ სენაკშსა და ხობში გვყავს მაჟორიტარობის ორი კანდიდატი, ორივე ირაკლი და ორივე ბერაია. ესეც ძალიან საინტერესო ფაქტორია, მინდა წარმატება ვუსუვრვო მას”, – აღნიშნა პრემიერმა.
ხობის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის ახალი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წინა კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა.
გოდერძი ბუკიას ნაცვლად ხობში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია იქნება
2016/08/21 20:48:24
ნანახია: 2146 ჯერ