ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარაკეტო სისტემა გამოსცადა. კიმ ჩენ ინის ზედამხედველობით მოკლე რადიუსის ორი რაკეტა აღმოსავლეთ სანაპიროდან ზღვის მიმართულებით გაუშვეს.
იაპონიის სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით, რაკეტები საღამოს 5 საათზე გამოსცადეს და მათ იაპონიის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.
რაკეტები ბოლოს ფხენიანმა 31 ოქტომბერს გამოსცადა.
კომენტარები