ჭარბ აგრესიას რომ ნერგავთ, გგონიათ ერთ დღეს ჯადოსნური ჯოხით გააქრობთ?, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემი დამოკიდებულება საკრებულოს წევრის პოსტზე გამოვხატე და დევს ჩემს ველზე. კატეგორიულად მიუღებელია!
მაგრამ ურნებით მივარდნები რა ნორმაა? პროტესტის ან აზრის გამოხატვა, ან მოთხოვნების გაჟღერება, ხომ შეიძლება სანაგვეების გარეშე?!
ჭარბ აგრესიას რომ ნერგავთ, გგონიათ ერთ დღეს ჯადოსნური ჯოხით გააქრობთ?
ძალიან დაძაბული, უინტერესო. და უშინაარსო გახდა შიდა პოლიტიკა.
აგრესია, იარლიყები, შეურაცხყოფები, სიჯიუტე…
რამდენიმე (2-3) დანაპირებ შიდა თემაზე დავწერ და უახლოესი თვეები შიდა თემებს, სოც. ქსელში, მინიმალურად შევეხები. ძალიან დამღლელია”, – წერს ამირან სალუქვაძე.
კომენტარები