იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება. ყველაზე მეტად რიეტას პროვინცია დაზარალდა. ქალაქ ამატრიჩეს მერის, სერჯიო პეროცის თქმით, „ნახევარი ქალაქი დანგრეულია“. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯას სამხრეთით მდებარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნანგრევებში ადამიანები რჩებიან.
კომენტარები