მეცნიერებმა საცხოვრებლად ვარგისი ახალი პლანეტის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. პლანეტა სახელად Proxima B მზის სისტემის სიახლოვეს იქნა აღმოჩენილი.
როგორც euroline.ge წერს, პლანეტაზე დაკვირვება 16 წელია მიმდინარეობს, ახლა კი მეცნიერების აზრით დადასტურდა, რომ პლანეტაზე არსებობს გაყინული წყალი.
როგორც მონპელიეს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ჟულიენ მორენმა განაცხადა, აღნიშნული პლანეტა სავარაუდოდ პირველი იქნება, რომელსაც ადამიანი ეწვევა.
“პლანეტა დედამიწიდან თითქმის 4 სინათლის წლით არის დაცილებული, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად უკანა ეზოშია”, – განაცხადა მეცნიერმა.
წყლის არსებობის მიუხედავად, ჯერ კიდევ დაუდგენელია მასზე ატმოსფეროს არსებობა, რაზეც მეცნიერება აგრძელებენ მუშაობას.
Proxima B არც ძალიან ცხელი და არც ზედმეტად ცივი პლანეტაა. ის დედამიწაზე 1.3 ჯერ დიდია.