„დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა“, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განუცხადა.
ანა ჯაბაურის ინფორმაციით, მან შეძლო თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ნახვა.
“ვნახე, კი. დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა”, – განაცხადა ჯაბაურმა.
ცნობისთვის, 28 იანვარს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენელმა განაცხადა,რომ მანანა არჩვაძეს ცოტნე გამსახურდია მეუღლისა და საზოგადოებისგან იზოლაციაში ჰყავს. როგორც ჯაბა კვარაცხელია აღნიშნავდა, მათ მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა თურქეთის კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო – „ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“.