ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველო კვლავ “მწვანე ზონაში” რჩება, რაც ვირუსის გავრცელების დაბალ რისკს გულისხმობს.
ტიკარაძის თქმით, კორონავირუსთან გამკლავება დროული დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია.
“კვირაზე მეტია ტარდება პრევენციული ღონისძიებები ჩვენ სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც შეიძლება იყოს მიტანილი ეჭვი, რომ ის შეიძლება იყოს პოტენციურად კორონავირუსის მატარებელი. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ საქართველო დღესაც იმყოფება “მწვანე ზონაში.” ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი, მთავარი რაც არის ამ შემთხვევაში არის, რომ დროულად იქნეს აღმოჩენილი დახმარება,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.