ბაღდათში, “კრედო ბანკის” უკან მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ქალი და 4 მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. ბაღდათის მერის, არჩილ გოგსაძის ინფორმაციით, სახლში სავარაუდოდ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხუთი ცხედარი იპოვეს. მათ შორის ოთხი ბავშვია.
ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
კომენტარები