გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. მათივე ინფორმაციით, დროგამოშვებით იქნება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
კომენტარები