ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის პოლიტიკური საქმიანობის დამთავრებას ეხმაურება.
“ყოველთვის გამორჩეულად მომწონდი. შენი ღირებულებების და პრინციპების გამო და ისეთად დარჩი ბოლომდე. შენნაირების გამო უფრო ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი და გული მწყდება რომ ცოტა რჩებით. სულ ვფიქრობდი, ბევრი შენნაირი ყოლოდა პარტიას და ძალიან დასანანია რომ პირიქით ხდება! ვრჩები შენს გულშემატკივრად და მადლიერად, რაც ჯერ კიდევ პატარა გოგომ, ბევრი შეურაცხყოფის ხარჯზე აკეთე ამ ქვეყნისთვის.”- წერს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სულ მალე ოფიციალურად დაასრულებს პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას.
კომენტარები