ავტოავარიაში დაღუპული ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას ფრანგულმა კლუბმა პატივი მიაგო. „გროლემ“ ახალი ფორმა წარმოადგინა, რომელზეც ბორჯღალია გამოსახული და ქართულად აწერია: „ძალა ერთობაშია“.
ფრანგული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ გუნდი სეზონის ბოლომდე ამ მაისურით ითამაშებს.
ავტოავარია 26 იანავსრ მოხდა. ბექა ბურდიაშვილი „გროლეს“ მოთამაშე იყო, მისი გუნდი „ლავორს“ უნდა დაპირისპირებოდა და სწორედ ამ მატჩზე სათამაშოდ მიემგზავრებოდა.
კომენტარები