პუბლიცისტი გელა ჩარკვიანი ახალი წიგნის დაწერას აპირებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ წიგნი ინგლისური ენის სწავლებზე იქნება.
„აქ, ფეისბუკზე და პირადი შეხვედრებისას ხშირად მეკითხებიან, შევძლებ თუ არა ინგლისურში მოსწავლეების აყვანას. სამწუხაროდ, უნდა გაგიმხილოთ, რომ 2005 წლიდან გამოვემშვიდობე საქმეს, რომელსაც 40 წელზე მეტი დიდი აზარტითა და ინტერესით ვაკეთებდი. თუმცა ამ წლებს, პროფესიულ გამოცდილებას და საინტერესო ეპიზოდებს ამაოდ არ ჩაუვლია. ჩემი ახალი წიგნი, რომელზეც ამ წუთას ვმუშაობ, სწორედ ინგლისურის სწავლა-სწავლებაზე იქნება. მალე: გელა ჩარკვიანის „ENGLISH: როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი, – წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
კომენტარები