ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლანჩხუთში, ეგვიპტის მოქალაქე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლიც ეგვიპტის მოქალაქეა.
დაზარალებული ქალი ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს.
“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოიყვანეს პაციენტი, 32 წლის ქალბატონი, პაციენტს აღენიშნებოდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ჭრილობა მარჯვენა მუხლის არეში. ჩაუტარდა მკურნალობა, ამჟამად პაციენტი გაწერილია ბინაზე”, – ამბობს კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე.
როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, დაზარალებული ლანჩხუთში ცხოვრობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები