„წისქვილი ჯგუფმა“ მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში გურმანებისთვის არაერთი საინტერესო კონცეფციის მქონე, განსხვავებული სივრცე შექმნა. გასულ წელს კი ჯგუფმა ქეითერინგის სერვისის შეთავაზება გადაწყვიტა. უკვე ერთი წელია, რაც „წისქვილის“ რესტორნების ქსელის − „ლუდის მოედნის“, „ეთნო წისქვილის“, „არიქას“, „წისქვილი წყნეთისა“ და „წისქვილი ვაკეს“ უნიკალური სამზარეულოდან კერძების დაგემოვნება როგორც ადგილზე, ასევე ნებისმიერ, წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე ქეითერინგის ფარგლებშიც შესაძლებელია.
ქეითერინგის სახით, „წისქვილი ჯგუფმა“ მზარდი ინტერესისა და მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინებით, კომფორტული და მასშტაბური მომსახურება დანერგა. სერვისი კი თბილისისა და ქალაქგარე მასშტაბით ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებას გულისხმობს. მნიშვნელობა არ აქვს, მომხმარებლის სურვილი გრანდიოზული ქორწილის გადახდაა თუ ღონისძიებაზე ე.წ. ყავის შესვენების მცირე სუფრით გაფორმება − „წისქვილის“ გამოცდილ მზარეულთა გუნდი გამოწვევისთვის მზად არის.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად მაღალი ხარისხისა და გემოვნური თვისებების მქონე, ქართული და ევროპული კერძების 100-მდე დასახელების ადგილზე მიწოდება მომსახურების სრული სპექტრის მხოლოდ ნაწილია, რადგან სერვისი გაცილებით მასშტაბურია. „წისქვილის“ შეთავაზებაში ღონისძიების გაფორმება და პროფესიონალი პერსონალის მომსახურებაც შედის. მნიშვნელოვანი დღის სამსახურში, გუნდი ნებისმიერ ადგილას განუსაზღვრელი რაოდენობის სტუმარს გაუწევს მასპინძლობას.
გემო, რომელმაც „წისქვილი“ წლების განმავლობაში რესტორნების მოწინავე ქსელად აქცია, მომსახურების ხარისხთან სინთეზში ახლა უკვე ქეითერინგის სერვისს უზრუნველყოფს. „წისქვილის“ თითოეული უნიკალური დარბაზის წვეულებისთვის დახურვა მომხმარებლის სურვილს ემყარება, თუმცა თემატიკიდან გამომდინარე, ღონისძიების ჩასატარებლად ლოკაცია მრავალფეროვანია, რესტორნის ქსელის წარმომადგენლები წინასწარ შერჩეულ ღია თუ დახურულ სივრცეში დღესასწაულს ქმნიან!