“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა.
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო.
შიოლაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს.
„ამ სოფელს სჭირდება ტურისტული კუთხით განვითარება და ხელშეწყობა.ამისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. მნიშვნელოვანია ასევე, ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილებისა და სპორტული მოედნების მოწყობა“, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
ირაკლი შიოლაშვილმა მოსახლეობას “მთის კანონის“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„თქვენი სოფელი მაღალმთიანია. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელმაც მთას უნდა უშველოს. ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათები მიგრაციას შეაჩერებს“,- აღნიშნა შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა.