საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის.
მისივე თქმით, დღეს რა ქმედებებიც არის საჭირო მთავრობა ამას შესაფერისად ახორციელებს, მაგრამ თუ დადგება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება დღის წესრიგში, ესეც მოხდება.
“ამ ეტაპზე ჩვენ ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ. რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, დღევანდელი მონაცემებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის. ხვალ თუ ასეთი აუცლებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ინსტრუმენტი გაგვაჩნია, როდესაც ეს ისტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.