თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საჭიროება იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება.
კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„გუშინ გაჟღერდა, თუ რა უნდა დაიხუროს და რომელ მაღაზიებს ეძლევათ მუშაობის შესაძლებობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს – დღეს ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სრული ინფორმაცია და ვაკვირდებით მდგომარეობას, პულსზე გვიდევს ხელი, თუ ამის საჭიროება იქნება და გადაწყვეტილებას იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, საზოგადებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება“, – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები