საქართველოს აფთიაქების ქსელში, იყიდება მედიკამენტი სახელად პლაკვენილი -ჰიდროქსილქლოროკინი.
ეს ის პრეპარატია, რომლის კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებაზე აშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა გუშინ ნებართვა გასცა და ამ საკითხს დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგიც მიუძღვნა.
„პრაიმტაიმმა“ ეს წამალი გაყიდვაში საქართველოს ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში აღმოაჩინა.
როგორც გაირკვა, პლაკვენილი აქამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მალარიის საპროფილაქტიკო (დაავადების თავიდან ასაცილებლად განკუთვნილი) დანიშნულებით გამოიყენება. მისი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება.
სააფთიაქო ქსელში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ წამალი თავისუფალ გაყიდვაშია. ერთი კოლოფის ფასი, რომელშიც 60 აბია, 49 ლარი და 63 თეთრია.