მინდა პერონალურად მადლობა გადავუხადო სოფელ კაპანახჩში, სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.
„მე მისთვის პერსონალური ტრეინინგი არ ჩამიტარებია, ამ ექიმმა თავისი ალგორითმი გამოიყენა, წაიკითხა რა ეწერა ჩვენს ვებ გვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა, ასევე ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მაკა, რომელმაც ასევე ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ასე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლის შემდგომ ჩვენ დავადგინეთ ისევ მათი დახმარებით ძალიან ბევრი კონტაქტი და ეს კონტაქტი იყო ათეულობით“, – აღნიშნა იმნაძემ.