თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანელიძის მეუღლე ეკა ჯანელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გუშინ , გვიან ჩემს მეგობარს ველაპარაკე ბრიტანეთში … ამ საუბრის მერე არ მიძინია..
ახლობელ ოჯახს ჰქონდათ ტემპერატურა და ყველა ის ნიშანი რაც კორონას აქვსო. საუბარია ოჯახზე , ცოლი, ქმარი და წლინახევრის შვილი.. ძლივს დარეკეს ცხელ ხაზზეო , ექიმმა ვერ გადაგიყვანთ ჰოსპიტალში , თუ გული წაგივა მაშინ გამოიძახოს ვინმემ სასწრაფოო.ტესტი რომ უხსენეს სიცილი დაიწყოო.. წამალი მხოლოდ პანადოლი( უჰაერობაზეც) (ექიმმა) .მოკლედ ეს ოჯახი არის სახლში, არავინ ჰყავთ პატრონი და მეუღლე ჩადის მარკეტში ( ვირუსიანი) საკვების ამოსატანად.
ეხლა ამას რატომ ვწერ:
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში სადაც ყველაზე ზრუნავენ, არავინ არ გრძნობს დაუცველად თავს. მთავრობა და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გავიაროთ ეს ურთულესი პერიოდი.
უბრალოდ უნდა დავინახოთ და მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ
ადამიანს, რომლებსაც დღე და ღამე არ სძინავთ ჩვენი კეთილდღეობისთვის ” – წერს ჯანელიძე.