ჯანდაცვის მინისტრმა საჩხერის კლინიკაში დაინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის კვირაში“ განმარტა, კლინიკის დირექტორმა პერსონალის ტესტირების ჩატარება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი ალგორითმის მიხედვით გადაწყვიტა, რომელიც ინფიცირებულებთან ინტენსიურ კონტაქტში მყოფების კვლევას ითვალისწინებს.
„აქედან გამომდინარე საჩხერის საავადმყოფოში ჩატარდა პრევენციული კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე ჩვენს ექიმს დაუდგინდა კოვიდ-ინფექცია. ის თავს სტაბილურად გრძნობს. თვითონ არის მაღალი დონის პროფესიონალი. შესაბამისად, მან იცის დაავადების მიმდინარეობაც. ამ ეტაპისთვის მასზე ზრუნავენ სხვა მისი კოლეგები და მისი მდგომარეობა სტაბილურია. დღის ბოლოს ველოდებით დამატებით თანამშრომლებზე ჩატარებულ კვლევებს, რომლებსაც ჰქონდათ შეხება კონკრეტულად ამ ექიმთან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, კლინიკის სხვა თანამშრომლების პასუხები დაახლოებით 23:00 საათისთვის გახდება ცნობილი.