მყავდა პაციენტი, რომელმაც ტემპერატურა დამალა და დაბალი წნევის გამო გამოგვიძახა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსმა ექიმმა მაია ქურდაძემ „იმედთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ექიმმა მეორე შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთ გამოძახებაზე მისულ ექიმებს სახლში ოჯახის სხვა წევრებიც დახვდნენ, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ.
„მყავდა ერთი პაციენტი, რომელმაც ტემპერატურა დაგვიმალა და 112-ში რეკავდა თითქოს დაბალი წნევა ჰქონდა.
აღმოჩნდა, რომ იყო ევროპაში მოგზაურობის ისტორიაც ჰქონდა.
ასევე ერთ გამოძახებაზე, გულის უკმარისობის პრობლემით მოგვმართა ქალბატონმა. როდესაც მივედით სხვა ოთახიდან მისმა შვილმა დახმარებისთვის გამოგვძახა.
აღმოჩნდა, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქოდნა და ეს ჩვენთვის არ უთქვამთ. ჩავბრუნდით მანქანაში, სპეც-ეკიპირება ჩავიცვით და ისევ ავბრუნდით მასთან“ – განაცხადა მაია ქურდაძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაშიკორონავირუსის შემთხვევა 266-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.
