საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიის საკითხზე ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ჩვენ გვყავს ბრძენი პატრიარქი. ყველა ვითარებაში, მათ შორის პოლიტიკურ სიტუაციებში ის ყოველთვის იღებდა ბრძნულ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები
