გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც საჭიროა, არათუ – გარეთ. თუ ეს არ გავითავისეთ, სამ კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
პაატა იმნაძემ, საზოგადოებას კიდევ სახლში დარჩენისა და იზოლირებისკენ კიდევ ერთხლ მოუწოდა.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად! თუ ვინმე ოჯახიდან უნდა გავიდეს და დაბრუნდეს, იმასაც მოერიდეთ, ის იყოს იზოლირებული ოჯახის სხვა წევრებისგან! ასე ვრცელდება ეს ვერაგი დაავადება, გაიგეთ ხალხნო! სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით!“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები
