ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტის, გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სრულად ითვალისწინებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით.
მიტროპოლიტის თქმით, რეკომენდაციებს, რომელიც არის გაჟღერებული სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან ეპარქია დიდი ხანია იცავს.
როგორც ზუგდიდისა ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, აღდგომის ღვთისმსახურებამდე ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირები შეიკრიბებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ სად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია. მისივე თქმით, ლიტურგია სავარაუდოდ ზუგდიდის მშენებარე ტაძარში გაიმართება.
კომენტარები