ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი დარეჯან ლიპარტელიანი, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან პაატა იმნაძისგან და ამირან გამყრელიძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ცნობილია ყველასთვის, რომ მე პირადად, ვერიდები სასულიერო პირებზე წერას, მაგამ ეს ადამიანი მაიძულებს, ეს წესი დავარღვიო… ბოლოს და ბოლოს, ვინმემ ამ კაცს, ხომ უნდა უთხრას, – არ შეიძლება მამაო, ასე ძველბიჭურად, არაკაცურად, არაქრისტიანულად და დამწყები თინეიჯერი კრიმინალივით, ლაპარაკობდეს, ასევე სირცხვილია, ამ კაცის გამოჩენა ტელეეკრანებზე და ყველაზე დიდი სირცხვილია ეკლესიისთვის, ასეთი “ბლატნოი” მამაო, ყველასთვის საყვარელ პროფესიონალ ექიმებს, უღირსად რომ მოიხსენიებს.. მათ საბოდიშო, მართლა არაფერი არ გუკეთებიათ და თქვენ კი ბატონო იაკობ( მამაოს ვერ გიწოდებთ, რადგან ჯიბგირს გავხართ) ბოდიში უნდა მოიხადოთ, მამაოსთვის შეუფერებელი ქცევისთვის.. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რაც თქვენ და თქვენმა მრევლმა დამწყევლოთ, უკან დაგიბრუნდეთ უკლებლივ…
ბატონ ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს კი, ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა” – წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა გუშინდელი განცხადებების გამო, პაატა იმნაძეს და ამირან გამყრელიძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.