ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრის დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიამ წესების დაცვით ჩაიარა.
როგორც მამა შალვამ აღნიშნა, მრევლის ის ნაწილი, რომელიც რისკ-ჯგუფს წარმოადგენს, წირვას არ დასწრებია.
“არანაირი დისტანცია არ დარღვეულა, პირიქით, ეზოში მეტრნახევარზე მეტიც იყო დაშორება, შენობაში 4 მეტრიც გვქონდა დაშორება. ყველაფერი ჩატარდა ძალიან ლამაზად და კარგად. მრევლმა ძალიან გაიხარა.
ის ადამიანები, ვინც რისკ-ჯგუფში იყვნენ, ყველანი დარჩნენ სახლში, არავინ არ მოვიდა ტაძარში. თავი შეიკავეს ამ ყველაფრისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ისინი შეგნებულად მიუდგნენ ამ საკითხს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შეგნებულ დამოკიდებულებას. ვხედავთ, თუ როგორი მძიმე ფონი შეიქმნა ქვეყანაში, ამიტომ ყველას გვმართებს, რომ სწორი დამოკიდებულება გვქონდეს,” – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
