ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან განიკურნა 73 წლის მამაკაცი, რომელსაც „კოვიდ 19“-ის თანმხლებად სიმსივნური დაავადება აქვს.
ის კლინიკას ხვალ დატოვებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები კლინიკაში არ მიუღიათ. ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს „კოვიდ 19“-ის დიაგნოზის მქონე 23 პაციენტი, მათგან სამი კლინიკას ხვალ დატოვებს.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები
