ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და საზოგადოებას მისი დაცვისკენ მოუწოდებს.
„გასაოცარია და თურმე, შეიძლება თბილისში სუფთა ჰაერი იყოს.
კოვიდ 19-ის გამო, მანქანებით მოძრაობის აკრძალვამ ბევრი სუფთა ჰაერი გვასუნთქა საქართველოში.
დღეს დედამიწის დღეა!
დიდი იმედი მაქვს, რომ პანდემია ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს და ერთ-ერთი სწორედ სუფთა ჰაერის მნიშვნელობა იქნება.
ვაჯობოთ რკინას ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ხანდახან მაინც ვიაროთ ფეხით და სხვა ეკომეგობრული ტრანსპორტით.
ვიყოთ ეკოშეგნებულები.
დედამიწამ ბევრი კარგი რამ მოგვცა.
და ჩვენც ხომ უნდა დავუბრუნოთ სიკარგით?.“ – წერს ფოტოგრაფი.
კომენტარები
