ემიგრანტი ბაბო შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“…”დამაბი აგერ ენაზეო”-ეს მჭირს მე. ვერ ვჩერდები და იმიტო. ჩემო ემიგრანტებო თურმე უკმაყოფილოები ხართ ჩვენ რატო არ დაგვეხმარა მთავრობაო. ჯერ ერთი 6000-მდე ადამიანი წაიყვანა ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან, 4000-ს დაეხმარა საცხოვრებლით და საკვებით…ეს დახმარება არაა? თუ ხელფასები საქართველიდან უნდა გამოეგზავნათ? მეორე საბუთიანებს მინდა ვკითხო: კონტრიბუტებს სადაც იხდით 10, 12, 15 წლის მანძილზე გაბედეთ და იმ ქვეყანას თხოვეთ დახმარება, მესამე ისეთები მაინც ნუ ტლიკინებთ აქ რომ სესხი გამოიტანეთ, მამა სისხლად აპროცენტებთ და პროცენტის პროცენტებს ითხოვთ, სირცხვილია! უნდა გაგიკეთოს შენმა მთავრობამ? შენ რა გაქვს გაკეთებული საქართველოსთვის? ელემენტარული თუნდაც ერთი ქართველისთვის…აქ რეებს კადრულობთ ზოგიერთი იმას არასდროს დავწერ….არ ვერჩი ემიგრანტებს, მეც ემიგრანტი ვარ და ჩემზე უფრო არავინ იცის რა ტვირთია ეს! თქვენგან განსხვავებით არასდროს ვაგინებ ჩემს ქვეყანას, არასოდეს მითქვია საქართველიში რა მინდა! და ყველაზე მთავარი უმადური არასდროს ვყოფილვარ თუ ვინმეს ერთი ჭიქა წყალი მოუწოდებია როდესმე…დავიღალეთ! რა დაამთავრეთ ასეთი საქართველო თქვენი ვალიდან რომ ვერ ამოვიდა! ამოღერღეთ, გადაიხადოს იქნებ!” – წერს შენგელია.