ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ეთერი ლენტეხში დაიბადა.
,,რვა წლის ასაკში დავიწყე ძიუდოზე სიარული, ორი წელი ვიარე ლენტეხში და შემდეგ ათი წლისა ბიძაჩემმა წამიყვანა რუსთავში”, – ამბობს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და ორგზის მედალოსანი. ეთერ ლიპარტელიანი „ექსკლუზივ ნიუსთან“ საუბრისას.
– თქვენ პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი ხართ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მანამდე იყო ევროპა. როგორ მიხვედით ამ წარმატებებამდე?
– დიახ მე ვარ პირველი ევროპისა და და მსოფლიო ჩემპიონი ქალი , აქამდე მისასვლელი გზა მართლაც გრძელი და რთული იყო, მაგრამ ჩემს მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერი შევძელით. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ ყველაფერში და დაგვიფასდა კიდეც.
– ახალგაზრდებში. სპორტის ეს სახეობა ქალისათვის ცოტა უხერხულად ჟღერს .რა იტყვით ამის შესახებ ?
– კი, ბევრს მართლაც ძალიან რთულად მიაჩნია. მეტწილად მართლებიც არიან, რადგან ძალიან დიდი შრომასა და თავდადებას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ გავიმარტივოთ ეს რთული სპორტი და საჩვენოდ გავითავისოთ.
–ავტორიტეტულმა გამოცემა JUDOINSIDE – მა ხუთი საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი გოგონა დაასახელა. ხუთეულში თქვენი გვარიც გაჟღერდა, რა მოგცათ ამ აღიარებამ? – ამ აღიარებამ ძალიან დიდი სტიმული მომცა და ძალიან დამარწმუნა ჩემს თავში, აქამდეც ძალიან მჯეროდა ჩემი თავის, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ სხვას შენი სჯერა… დრო არის უკვე ორმაგად დაიჯერო შენი თავის , ეგრეც მოვიქეცი, ჩემს თავს მე თვითონ მივეცი მოტივაცია.
–პანდემიის პირობებში როგორ აგრძელებდით ვარჯიშს? და ეხლა თუ გაქვთ ვარჯიშის საშუალება? -პანდემიის პერიოდში სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი სვანეთში, ყოველდღე ვვარჯიშობდი, სახლში მოვიწყვე ყველაფერი და ჩემს მეგობართან ლევან გუგავასთან ერთად ვვარჯიშობდი. ვფიქრობ ეს პანდემია ძალიან წამადგა , ვინაიდან სხვები ვერ ახერხებდნენ ასე ვარჯიშს, მე ვცდილობდი დღეში ორჯერ მევარჯიშა, თან სუფთა ჰაერზე სვანეთის ტყეში.
–ამჟამად ვისთან ვარჯიშობ?სპორტის გარდა თუ გაქვთ რაიმე ჰობი ?და თუ სწავლობთ სადმე? -დიახ , ვსწავლობ სპორტის უნივერსიტეტში, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს , მაგრამ ყოველთვის მიწყობენ ხელს , რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ჰობს რაც შეეხება, თავისუფალ დროს კლდეზე ცოცვაზე დავდივარ ავთო ქურასბედიანთან, ერთ ერთ პერსპექტიულ მწვრთნელთან. ათი წლის ასაკიდან ვვარჯიშობ კახა მოცრაძესთან, ყველანიარად გვერდში მიდგას, მამასავით არის ჩვენთვის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიყოთ მსოფლიოში ერთ -ერთი უძლიერესი სპორტსმენები. – სოციალურ ქსელში გავრცელდა თქვენი პოსტი, სადაც გულისწყვეტას გამოხატავდით იმ უყურღებობის გამო, რაც თქვენს მიმართ გამოიჩინეს? -დიახ , სამი თვე ვიყავი ლენტეხში. სამი თვის განმავლობაში ძალიან ბევრმა მნახა, დაიწერა კიდეც რომ ვიყავი ლენტეხშჰი და ვარჯოსჰობდი იქ. მაგრამ რატონმღაც ჩვენებმა ვერ გაიგეს და დამწყდა ა გული, მაგრამ ჩემი გულისწყვეტა ამპარტავნობაში ჩამითვალეს იქმომუშავე საჯარო პირებმა , დანარჩენი კი ყველა გვერდში დამიდგა . მადლობა მინდა გადავუხადო ყოველივე მათგანს ვინც გამამხნევა .
გვითხარი თქვენს სამომავლო გეგმებზე…
– ამჟამად ვემზადები ოლიმპიადისათვის, ვცდილობ კარგად მოვემზადო და ოპტიმალურ ფორმაში წავრსდგე ოლიმპიურ თამაშებზე, ვეცდები ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო და შევძლო უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება
ესაუბრა ნეტო ბერნდელიანი