„ახლა ამ ჭაკუაზე გადატყდება გადასატეხი, რომელსაც ყველა გაემიჯნება. თუმცა, საინტერესოა, თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება და რა ჩვენებებს მისცემს?!“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა გასაგებია რატომ უტევდნენ გერმანიის ელჩს. ალბათ, ეს ვარაუდია, იყო ინფორმაცია ჭაკუას შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ეს ხომ ერთ დღეში არ ხდება?!
ახლა ვუცქირე პოლიტიკოსების კომენტარებს, როგორ ემიჯნებიან, არ ვიცნობთ ჭაკუასო. ალბათ არც მუხაძეს იცნობენ, რომელიც ახლა გაასამართლეს?!
თავად აღიარებენ, რომ ციხის ადმინისტრაცია უკონტროლო იყოო და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვეკისრებაო. ეს ხომ პირდაპირ მიუთითებს სისტემურობაზე?
უკონტროლო ციხის ადმინისტრაცია არა მხოლოდ სისტემური დანაშაულია, არამედ დანაშაულებრივი დაჯგუფებაა.
აი, აქ დაუშვეს შეცდომა, როცა სისტემურ დანაშაულებზე დაიწყეს საუბარი და არა დანაშაულებრივ დაჯგუფებებზე.
ახლა ამ ჭაკუაზე გადატყდება გადასატეხი, რომელსაც ყველა გაემიჯნება. თუმცა, საინტერესოა, თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება და რა ჩვენებებს მისცემს?!
თან ადანაშაულებენ და თან აქ არ უნდა გასამართლდეს, სამართლიანი სასამართლო არააო. გერმანიას კი ესხმით თავს, მაგრამ ხომ იცით, გერმანიიდან ექსტრადირება არაა მარტივი?!
ახლა „ენმ“ „ოცნებას“ სასამართლოში უჩივის. სასაცილოა. ხალხს „ფეისბუქში“ აზრის გამოხატვის დღემდე ეშინია, თქვენი და თქვენი ცრუ გვერდების შიშით. კიდევ თქვენ ჩივით?
სასამართლოში ჩივილი კი არა, ადრე უნდა გამიჯვნოდით იმ დანაშაულებს, ბიუროკრატებს, რომლებსაც, როგორც თავად აღიარებთ, ვერ აკონტროლებდით, უნდა გაგეახლებინათ პარტიული ხელმძღვანელობა და ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრებაც დამშვიდდებოდა. თქვენც მშვიდად იქნებოდით და ხალხიც.
ზიზღის ენა და იარლიყები როდის და ვის მიერ დაიწყო, გადაახვიეთ უკან და მოჰყევით ქრონოლოგიას“, – წერს ამირან სალუქვაძე.