კრიმინალური ელემენტები საქართველოდან გაიქცნენ, ან ციხეში არიან, ან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში გადაინაცვლეს და ლიდერებად გვევლინებიან, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერზე წერს.
ამ პოსტით იგი პლატფორმა Nubeo-ს მიერ გამოაქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც საქართველო კრიმინალისაგან თავისუფალი ქვეყნების განახლებულ ინდექსით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
„მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Nubeo-მ გამოაქვეყნა კრიმინალისაგან თავისუფალი ქვეყნების განახლებული ინდექსი, საიდანაც ჩანს, რომ საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეოთხე ადგილზე, ევროპაში კი – პირველზე.
ეს პლატფორმა წელიწადში ორჯერ აქვეყნებს ამ ინდექსს და ჩვენ ამ ინდექსში მხოლოდ წინ მივიწევთ ბოლო წლებია.
კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს. 2012 წელს ამ ინდექსში საქართველო მხოლოდ მე-20 ადგილზე იყო.
მოკლეთ, კრიმინალური ელემენტები საქართველოდან გაიქცნენ, ან ციხეში არიან, ან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში გადაინაცვლეს და ლიდერებად გვევლინებიან“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.