საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული და კარგად ასრულებს სამუშაოს ბალანსის შენარჩუნებით, – ასე ეხმაურება საქართველოში ავსტრიის ელჩი, არად ბენკო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
საუბარია განცხადებაზე, სადაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.
„არსებობს ძალიან კარგი ლათინური გამოთქმა, თუ დუმილს შეინარჩუნებ, იქნები ფილოსოფოსი. საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული ხელისუფლება.
ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა კარგად ასრულებს სამუშაოს იმ ბალანსის შენარჩუნებით, რომელიც ერთი მხრივ, უკავშირდება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილს, მეორე მხრივ, რეალური პოლიტიკით, რაც გამოწვეულია კორონავირუსითა და ოკუპირებული ტერიტორიებით“, – განაცხადა ელჩმა.