მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიას გადაცემაში გიორგი ვაშაძეს ბიძინა ივანიშვილის თამაში უწოდა.
“მე ყოველთვის მომწონდა გიორგი და დიდ იმედებს ვამყარებდი მასზე. ზოგი ამართლებს, ზოგი არა. მე არაფერი პირადი წყენები არა მაქვს, მე როდესაც პოროშენკომ ფიზიკურად გამანადგურა და სერიოზულად დამამცირა, გიორგი ვაშაძე მივიდა მასთან და იყო საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი სტრატეგი.
ახლა რაც ხდება, ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის თამაში როგორმე დაგვშალოს.
გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. არ ვიცი ჩხარტიშვილმა გადააქცია თუ ვინ გადააქცია. არ არის ისეთი ფიგურა ვაშაძე, რომ მაგაზე ბევრი დრო დავხარჯო” – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები