სიმსივნით დაავადებული ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იოსებ გოგაშვილს მადლობას უხდის.
“სოსო გოგაშვილი, მადლობა კარგი კაცობისთვის, მადლობა კარგი ადამიანობისთვის, მადლობა დახმარებისთვის!
ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ!
ისე გამიწიეთ ჩუმად და თავმდაბლად დახმარება დაავადებულ ადამიანს, არც კი შემატყობინეთ და ვერც მე ვერ გავიგე, სანამ ბანკში არ მივედი.
მაგრამ მე თქვენი კეთილშობილი ბუნების შესახებ უნდა დავწერო. სიკეთე და ბედნიერება თქვენ ოჯახს!
სოსო გოგაშვილი თანამდებობაზეა თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს, ის მუდამ ხალხთან და თავის ქვეყანასთანაა!”
კომენტარები