11 წლის გარდაცვლილი მოზარდის დას არ სჯერა, რომ მამამ საკუთარი შვილი მოკლა. თინათინ აბჟანდაძე აცხადებს, რომ მამა ბავშვს ყველა სურვილს უსრულებდა.
„მგონია, რომ მამა არ ჩაიდენდა ამას და თავის შვილს არ მოკლავდა. მამაჩვენი არ ძალადობდა, ძალიან უყვარდა ჩვენს ბიჭს. კვადრო უყიდა, 1500 ლარი მისცა…“, – იხსენებს გარდაცვლილის და.
ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მამამისი მხოლოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ყვიროდა და პატრულის ნომერიც მხოლოდ ამ შემთხვევისთვის სჭირდებოდა გარდაცვლილ მოზარდს.
„მამა რომ დალევდა, ყვირილი, ხმამაღალი საუბარი უყვარდა, ალბათ ფსიქიკაზე იმოქმედა და პატრული რომ აივლის, აღარ იყვირებსო, მაგიტომ ითხოვდა ჩემი ძმა პატრულის ნომერს“, – ამბობს აბჟანდაძე.
კომენტარები
