ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოკას გაზიფიცირება მოხდა. ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და შ.პ.ს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
როგორც „ენერგეტიკის სამინისტროში“ აცხადებენ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოკას გაზიფიცირების ინციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება ენერგეტიკის სამინისტროს მიმდინარე წლის მარტში დაევალა.
„რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სოფელი ფოკას გაზიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბუნებირვი აირი მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს ფოკაში მცხოვრები 357 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს. სოფელი ფოკას სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შ.პ.ს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა. სამუშაოების ღირებულება მილიონ 50 ათასი ლარია“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.