პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი მარნეულში განვითარებულ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.
დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ენმ-ის ჩვეული სტილია.
“ძალადობას მიმართავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ეს არის მათი ჩვეული რიტმი ცხოვრების და წინასაარჩევნო კამპანიის, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ, ჟურნალისტები დაშავდნენ. საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ და აუცილებლად დაერქმევა თავისი სახელი ყველაფერს. ხოლო ოპოზიციას და “ნაციონალურ მოძრაობას” მოვუწოდებ თავი შეიკავონ, შეეგუონ იმას, რომ ისინი კატასტროფულად აგებენ არჩევნებს და დაანებონ მსგავს ქმედებებს თავი, რომელიც ძალადობაში აისახება პირველ რიგში,” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მარნეულში მომხდარი ინციდენტისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ შორის მედიის წარმომადგენლები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო