“რატომ და რისი ეშინია სააკაშვილსა და მის კლასტერს?”– ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“შიში, სააკაშვილისა და მისი კლასტერისთვის უცხო ნამდვილად არაა, რამდენჯერ გვინახავს შეშინებულ-ჩასვრილ-გაქცეულები, მაგრამ ასევე გვახსოვს უტიფრად თავის მართლებისა და ყალბი ბოდიშის რეჟიმში გადასულებიც.
ძალიან, ძალიან სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს საკაშვილისა და მისი უპირველესი მებაირახტე-პროპაგანდისტის, ნიკა გვარამიას ნებისმიერი განცხადება საქართველოს ეროვნული ინტერესების, მათ შორის დავით გარეჯის შესახებ.
ვინ ვინ და სააკაშვილი როგორ იღებს ხმას საქართველოს ტერიტორიებისა და მიწების შესახებ, ეს ის სააკაშვილი არაა, ხონჩით რომ მიართვა ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთს? ნამდვილად არ ვაპირებ გამოძიების დასრულებამდე რამის მტკიცებას, მაგრამ ფაქტია რომ პროკურატურის განცხადებამ თავგზა აუბნია სააკაშვილ-გვარამიას და სასწრაფოდ ალიბის ძებნა დაიწყეს, როგორც ჩვეულებრივმა დამნაშავებმა ჩვეულებრივი მეთოდით პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.
საინტერესოა, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის არც შევარდნაძეზე გადაბრალება დაავიწყდათ, და თურმე ივანიშვილისთვის ვიღაცის მიერ ჩამოტანილი რუქები-ისე მოფიქრება არ გინდა? თუმცა ხურჩის სპექტაკლისა და მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან მსგავსი ტუტუცობები არ უნდა გაგვიკვირდეს…
ერთი რამ კი ცხადზე ცხადია, სააკაშვილი რომ ყველაფრის მკადრებელია, მით უფრო ფულისთვის, საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოში იციან, სამშობლოს გაყიდვა და მისი უდიერდ მოხსენიებაც არ ავის უკვირს დიდი ხანია. სამაჩაბლოს მიწებსა და სოფლებს ქვა-ღორღი რომ უწოდა გახსოთ ალბათ, ახლა რა სხვა მიწებს ვერ გასცემდა ? თუ არ გასცემდა ? თუ გაუჭირდებოდა თუ არ იკადრებდა…”– წერს ლევან ნიკოლეიშვილი.