სოციალურ ქსელში თიკო თვალაძე ავრცელებს ინფორმაციას და სთხოვს ყველას, გააზიარონ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მივიდეს. როგორც ის წერს, ელენე ახვლედიანის შთამომავლები ქუჩაში დარჩნენ და ოჯახში სამი ბავშვია.
„ძალიან გთხოვთ გააზიარეთ. იქნებ მივიდეს ივანიშვილამდე ეს ამბავი და 3 ბავშვი ქუჩაში არ დარჩეს, როგორც დღეს არიან. მართლა ქუჩაში არიან… ყველაფერი წაართვეს 🙁
ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შთამომავალი, ასევე მხატვარი და მოქანდაკე ერეკლე ახვლედიანი, მეუღლესთან და სამ (4,8,10) მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. იგი კერძო მევახშის მსხვერპლი გახდა. არადა, ელენე ახვლედიანის გარდაცვალების შემდეგ, (1975 წელს) მისმა ძმამ გიორგი ახვლედიანმა და იკას მამამ დიმიტრი ახვლედიანმა ქიაჩელის ქუჩა ნომერ 12-ში ელენე ახვლედიანის კუთვნილი სახლი, უნიკალური კოლექციით და მათ შორის პაბლო პიკასოსი, ელიჩკასი და სხვა მხატვრების 3.600 ნამუშევარს ითვლის, სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ სახელმწიფოს დიდი მხატვრის სახლ-მუზეუმად გადასცეს, რაც მრავალმილიონიანი ქონებაა, მათ რომ სახლში თუნდაც რამდენიმე შედევრი დაეტოვებინათ, დღეს ერეკლეს ოჯახი მსგავსი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდებოდა“.