შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, დაბა ჩაქვში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაბა ჩაქვის ქვეგანყოფილების ახალი, ორსართულიანი შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ასევე, განხორციელდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. შს მინისტრმა ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა.
შენობაში 14 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს. „მჯერა, რომ ახალი, კეთილმოწყობილი შენობა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ისინი კიდევ უფრო ეფექტურად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ, ურთულეს მოვალეობებს. სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად გაგრძელდება ახალი შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შს სამინისტროს მიერ, 2015 წლის იანვრიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტირებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 21 შენობა. ამას გარდა, აშენდა 5 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა, რომლებიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. ახლო მომავალში კიდევ 2 ახალაშენებული და 1 რეაბილიტირებული შენობა გაიხსნება. 2017 წლისთვის კი დაგეგმილია 12 ახალი შენობის აშენება და 4-ის რეაბილიტაცია.
2015-2016 წლებში 21 სახანძრო-სამაშველო შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა და 5 ახალი შენობა აშენდა.
გიორგი მღებრიშვილმა ჩაქვში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა
2016/09/28 10:21:49
კომენტარები
ნანახია: 1697 ჯერ