ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი პრესის ცნობით, ნიკა და ბადრი კულავები დააკავეს „საზღვის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას“.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ცნობით, ერთ-ერთ მათგანი 60 გრამი მარიხუანას გადატანას ცდილობდა.
დაკავებულები ამჟამად გალის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
რუსეთის ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულები საქართველოში ნათესავებთან აპირებდნენ გადასვლას. მათი დაკავება 25 სექტემბერს მოხდა.
კომენტარები