უბედური შემთხვევა მოხდა ქუთაისში. ქუთაისის წყალკანალის დაცვის თანამშრომელი, 37 წლის გიორგი ჩიღვინაძის ცხედარი წყალკანალის ოფისში იპოვეს. ის ღამის მორიგე ხუთშაბათს ღამით იყო და პარასკევს დილით ოფისში მისულებს გარდაცვლილი დახვდათ.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის ინფარქტი დასახელდა. ექსპერტიზის საბოლოო პასუხი 1 თვეში გახდება ცნობილი.
კომენტარები